ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს სანქციებს უწესებს

ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, სანქციებს უწესებს.

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს.

შავ სიაში მოხვდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ.

 

იტვირთბა....