ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

პუტინმა საზღვარგარეთ ჯარების გამოყენების მოთხოვნით ფედერაციის საბჭოს მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს საზღვარგარეთ ჯარების გამოყენების ნებართვა სთხოვა.

პუტინის ინიციატივას ფედერაციის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტებმა მხარი უკვე დაუჭირეს.

ამ დროისათვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესშია პარლამენტის ზედა პალატა.

ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით საუბარია დონბასში ჯარების გაგზავნაზე.

მისივე მტკიცებით, ესენი “სამშვიდობო ძალები” იქნებიან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

იტვირთბა....