ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს უწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რუსეთი თუ განაგრძობს მსგავს ქმედებებს, ჩვენ საპასუხო რეაქცია გვექნება. ჩვენ მოვკვეთეთ რუსეთის ხელისუფლება დასავლეთს ფინანსებს. მათ აღარ შეეძლებათ აქტივების მოზიდვა დასავლეთისგან და არ შეეძლებათ ვაჭრობა როგორც ჩვენს, ისე ევოპულ ბაზარზე. სანქციებს ვუწესებთ ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. რუსეთის სუვერენულ ვალზე ყოვლისმომცველ სანქციებს ვაწესებთ. დასავლეთიდან აღარ შეეძლებათ ფულის მოზიდვა და აღარ შეეძლებათ ახალი ვაჭრობა ჩვენს, თუ ევროპულ ბაზრებზე. ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტას და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი. “ჩრდილოეთის ნაკადი 2 “წინ ვეღარ წავა. რუსეთი ნამდვილად გადაიხდის ამ ყველაფრის ფასს. დიალოგს უკვე, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

იტვირთბა....