ახალი ამბები მსოფლიო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ. ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს, ერთად იმუშაონ უკრაინის კრიზისის სწრაფად და მშვიდობიანად მოსაგვარებლად და დაჰპირდა, რომ სამხრეთ კორეა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ ძალისხმევაში.

მუნ ჯე-ინმა მოუწოდა უკრაინაში კორეის მოქალაქეებს ევაკუაციისა და სიტუაციის მოსალოდნელი ეკონომიკური გავლენის წინააღმდეგ „კონტრზომების“ გატარებისკენ.

„უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ და დიალოგის გზით მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოიძებნოს. არასოდეს არ არის სასურველი, რომ უკრაინაში ვითარება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ეს დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკურად და ეკონომიკურად არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. ცნობილი ხდება, რომ აღიარებისთვის მზად არის სირიაც.
ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების პროვოკაციების შედეგად დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.

იტვირთბა....