ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰაკერთა ჯგუფის, Anonymous-ის თქმით, ,,იმედის” გვერდი მათ ხელშია

,,მთავრობის პროპაგანდისტული მედიის, TV იმედის ვებგვერდი ჩვენს ხელშია”- ამ შინაარსის თვითი ,,ანინუმუსმა” რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ცნობისთვის, Anonymous-ი 2008 წლიდან არსებობს, როგორც დეცენტრალიზებული ციფრული მოძრაობა. ისინი საკუთარ თავს „ჰაკტივისტებად“ მოიხსენიებენ და ვიზუალურ იმიჯად იყენებენ მე-16 საუკუნეში ბრიტანელი რევოლუციონერის გაი ფოქსის ნიღაბს, ფილმიდან V Vendetta.

პირველად “ჰაქტივისტები” აშშ-ში საიენტოლოგიურ ეკლესიას აუმხედრდნენ. მათ DDoS შეტევით გაუთიშეს საიტი ეკლესიას და მთელი ამერიკის მასშტაბით მრავალათასიანი აქციები მოაწყვეს.

DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება.

Anonymous-ის ყველაზე ხმაურიანი გამოჩენა 2011 წელს არაბულ გაზაფხულს უკავშირდება.

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული პროტესტების ტალღის დროს მათ გამოაცხადეს „ოპერაცია ტუნისი“. გარდა სამთავრობო ვებ რესურსებზე შეტევებისა, Anonymous-ი ეხმარებოდა ტუნისელ აქტივისტებს მათი ონლაინ უსაფრთხოების დაცვაში. ეს ის დროა, როდესაც საყოველთაო მობილიზაცია პირველად მოხდა სოციალური ქსელების მეშვეობით და დისიდენტები სწრაფად ავრცელებდნენ აქციების კადრებს და ინფორმაციას ფეისბუკსა და ტვიტერზე.

დღემდე დაჯგუფებას ჰაქტივიზმისა და აქციების მეშვეობით პროტესტი გამოხატული აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სამხედრო აგრესიებზე, ტერორისტულ თავდასხმებსა და სხვა.

იტვირთბა....