ახალი ამბები მსოფლიო

არაფრის არ გვეშინია…ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ – ზელენსკის მიმართვა

ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დაინახონ ვინ არის უკრაინის ნამდვილი მეგობარი.

“ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით.

ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება.  ახლა არ არის ქაოტური ქმედებების არანაირი მიზეზი, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე იყოს მომავალშიც. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და ვივლით მხოლოდ ამ გზით.

ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია”, – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

იტვირთბა....