ახალი ამბები მსოფლიო

სირია მზად არის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობა აღიაროს

სირია მზად არის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობა აღიაროს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიმ თავის დროზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობაც აღიარა.

“მჯერა, რომ რუსეთის კვალზე დსრ-სა და ლსრ-ს აღიარებენ მოკავშირეები და მეგობრები. მე დონბასის სიტუაციაზე ვესაუბრებოდი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. მან თქვა, რომ სირია ისევე იქნება მზად აღიაროს ისინი, როგორც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების პროვოკაციების შედეგად დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.

იტვირთბა....