ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვაღიარო. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებების რატიფიცირება. ორი დოკუმენტი მზად და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში. მათ კი, ვინც კიევი ჩაიგდო ხელში და ინარჩუნებს ძალაუფლებას, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველ რეჟიმის სინდისზე იქნება”, – განაცხადა პუტინმა რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურ მიმართვაში.

იტვირთბა....