ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” სატელეფონო გინების კამპანია

რუსული კანონის ლობისტებმა, სატელეფონო გინების კამპანია დაიწყეს, სოციალურ ქსელში უკვე ათობით მომხმარებელი წერს, რომ მათ უკრაინული ინდექსის მქონე ნომრიდან დაურეკეს და კითხეს, რას ფიქრობდნენ რუსულ კანონზე, ამის შემდეგ კი აგინეს და ცემით დაემუქრნენ.

უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რო ისე ჩამ**ზდავენ, ვერც გავიგებ. როგორც ჩანს, სხვებსაც ურეკავენ. საქართველო ლამაზო,” – წერს ონლაინმედია “აპრილის” ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაურია.

ბოლო ჟამის სახელმძღვანელოს მორიგი თავი: უცხო ნომრიდან რეკავს ვიღაც შეშინებული ქოცის კიდევ უფრო შეშინებული შეგირდი და სახელს რომ ეკითხები იწყებს გინებას. უკვე რამდენიმეს დაგვირეკეს.

თან გეკითხება – რუსული კანონი წაკითხული გაქვსო?! ძალიან მალე დასრულდება თქვენი აგონია” – წერს საბა ბუაძე.

“პირველებმა” გადაამოწმა მითითებული ნომრები, ისინი უკრაინის სატელეფონო ნომრების ბაზებში საერთოდ არ არსებობს.

ირკვევა, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი სატელეფონო პროვოკატორები, იყენებენ ნომრის შეცვლის აპლიკაციას, რათა მათი რეალური სატელეფონო ნომერი აბონენტთან არ გამოჩნდეს.

მაგალითად აპლიკაცია 2Number იძლევა საშუალებას, სატელეფონო ზარის დროს არა შენი რეალური ნომერი არამედ სულ სხვა ნომერი გამოჩნდეს.

იტვირთბა....