ახალი ამბები მსოფლიო

დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო – რა ვითარებაა ოკუპირებულ დონბასში

დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, 22 თებერვლის დილას რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლი დაბომბეს.

“გასული 24 საათის განმავლობაში, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ დაფიქსირდა 84 დარღვევა, მათგან 64 ეხებოდა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

 

იტვირთბა....