ახალი ამბები მსოფლიო

ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს – თეთრი სახლის პასუხი ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზების ძიება გრძელდება.

„ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს უკრაინის ხელისუფლებასთან. კონტაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს დონეზე ხორციელდება. კრიზისული სიტუაციიდან დიპლომატიური გზებით გამოსავალი უნდა იქნეს მოძიებული“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და რუსეთის შეჭრის საფრთხის განმუხტვის მიზნით, ზელენსკიმ ბაიდენი უახლოეს დღეებში კიევში მიიწვია.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მაქსიმალურად მობილიზებულები არიან და პანიკა აბსოლუტურად არ იგრძნობა.

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ.

იტვირთბა....