ახალი ამბები მსოფლიო

რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ

რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, 13 თებერვალს რუსეთის სამხედრო ნაწილები მსგავს პოზიციებზე ჯერ კიდევ არ იყვნენ განლაგებულნი. რუსეთმა არტილერია და რაკეტების გამშვებები სასროლ პოზიციებზე დააყენა.

“სიბიესის” წყარო იუწყება, რომ  რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება კვირის ბოლომდე, თუმცა ჯერ უცნობია, რა ფორმით იქნება ეს.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს მოსალოდნელი საფრთხის წინაშე მაქსიმალურად მობილიზებულები არიან და პანიკა აბსოლუტურად არ იგრძნობა.

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

 

იტვირთბა....