მთავარი მსოფლიო

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

ზელენსკის თქმით, 16 თებერვალი ერთიანობის დღე იქნება და შესაბამისი განკარგულება ხელმოწერილია.

მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

“დიდებული ქვეყნის დიდებულო ადამიანებო! ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო სერიოზული საგარეო და შიდა გამოწვევები, რაც ჩემი და თითოეული ჩვენგანის მხრიდან პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობასა და კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. 

ჩვენ დიდი ომი გვაშინებს და კიდევ ერთხელ დავადგინეთ სამხედრო შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვისწრაფით მშვიდობისკენ და გვინდა ყველა საკითხი ექსკლუზიურად გადავწყვიტოთ მოლაპარაკებების გზით.

დონბასი და ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას და ეს მოხდება მხოლოდ დიპლომატიური გზით. ჩვენ არ ვუყურებთ სხვისას, მაგრამ საკუთარს არ მივცემთ. საოცარი ჯარი გვყავს. ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი. ეს უკვე ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე არმია რვა წლის წინ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენი ერთობა.

ჩვენი ჯარის საფუძველი არის საკუთარი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკა. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. გაერთიანების დღედ ვაქცევთ. დადგენილებას ხელი უკვე მოეწერა. დღეს ნაშუადღევს დავკიდებთ ეროვნულ დროშებს, დავიმაგრებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მსოფლიოს ჩვენს ერთობას ვაჩვენებთ.

ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ხმა მივცეთ მას. ციდან გვიყურებს ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და სამოქალაქო პირი. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას. ჩვენ ყველას გვსურს ბედნიერად ცხოვრება, ბედნიერებას კი ძლიერები უყვარს. დანებება არასდროს შეგვძლებია და არც ვაპირებთ ამის სწავლას. გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!” – აცხადებს ზელენსკი.

 

იტვირთბა....