ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი ბაიდენს: კიევში თქვენი ჩამოსვლა ძლიერი სიგნალი იქნება

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც The New York Times იტყობინება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის განმუხტვის მიზნით, ზელენსკიმ ბაიდენი უახლოეს დღეებში კიევში მიიწვია.

“უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება სიტუაციის სტაბილიზებისთვის. მჯერა, რომ კიევში თქვენი ჩამოსვლა ძლიერი სიგნალი იქნება”, – მიმართა ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს და დასძინა, რომ უკრაინის დედაქალაქო ” არის უსაფრთხო და საიმედოდ დაცული”.

 

იტვირთბა....