aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

ევროპელ კრედიტორებს რუსეთში დაბანდებული ქონების დაკარგვის ეშინიათ – ემუქრება თუ არა სანქციები რუსეთს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტს აამუშავებენ.

სანქციების სამიზნე მსხვილი რუსული ბანკები იქნება, მაგრამ არ ითვალისწინებს რუსეთისთვის მსოფლიო სავალუტო ფონდის ფინანსური სისტემის გამოყენების სრულ აკრძალვას.

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.

ევროპელი ქვეყნების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი მსოფლიო სავალუტო ფონდის საქმიანობიდან სრულად არ გამოეთიშება, თუმცა რუსულ მსხვილ ბანკებს გარკვეული სახის სანქციები შეეხება.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპელი კრედიტორები, რომელთაც რუსეთში ფული აქვთ დაბანდებული, ასევე გასესხებული შეშფოთებულნი არიან, რადგან შესაძლოა მათ ეს თანხები დაკარგონ.

მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთის მსოფლიო სავალუტო ფონდში შენარჩუნება სწორედ ამ მიზეზით ხდება.

“დაწესებული სანქციები დაარტყამს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ უფრო მეტად ევროპას”, – წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლური მედია “ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, ეწევა მანიპულირებას” რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ უკრაინაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე “უახლოეს დღეებში” მოხდება.

10 თებერვლის მიჯნაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს.

მან დასძინა, რომ ამერიკული არმია ვერანაირად ვერ დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ის არ აპირებს მის გაგზავნას მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების ჯარებს შორის პირდაპირი კონფლიქტის საფრთხის გამო. 

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....