მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბარამიძე მდინარაძეზე: ეს ჩლიქოსანი ამბობს, ოპერატორს არაფერი დამართნიაო, კაცს მენჯ-ბარძაყის ძვლები აქვს მოტეხილი

[su_quote]მართლა ამ ჩლიქოსნებმა, მხეცებმა თუ ნადირებმა უკვე ის აღარ იკმარეს, რომ დაშოშმინდნენ მას შემდეგ, რაც 5 ივლისს იკმარეს. ახლა პირდაპირ აიღეს და გადმოაგდეს ოპერატორი. ეს მართლა ჩლიქოსანი თუ რქიანი [მდინარაძე] გამოდის და ლაპარაკობს, არავის არ გადმოუგდია, თავისით გადმოვარდა და არაფერი არ დამართნია. კაცს აქვს მენჯ-ბარძაყის ძვლები მოტეხილი, ნეკნები მოტეხილი და თავისით როგორ მოტყდებოდა? რაზე ლაპარაკობს?![/su_quote]

ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქარელში მომხდარ დღევანდელ ინციდენტს. შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ქარელში მათი ოპერატორი ოცნების წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ოპერატორი მოაჯირიდან შემთხვევით გადმოვარდა და ნიკა გვარამიამ იცრუა.

 

იტვირთბა....