aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: გვარამიამ იცრუა – მთავარი არხის ოპერატორი მოაჯირს წამოეგო და გადავარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც მთავარი არხის ოპერატორი დაშავდა.

მისი თქმით, ოპერატორსა და მმართველი გუნდის შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.

„ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით. მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, მთავარი არხის ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე.

ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, საბედნიეროდ ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა და პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა. არათუ მეორე სართულიდან გადმოვარდნა, არამედ არ შეხებიან და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა“, – ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით,  ქარელში მათი ოპერატორი ოცნების წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

იტვირთბა....