მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქარელში ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდო.
მისივე თქმით, დაშავებული ოპერატორი ამ წუთებში ქარელის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
“მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.
ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა”, – წერს გვარამია.
მთავარი არხის დამფუძნებელი ქართულ ოცნებას მიმართავს ილოცონ, ბავშვს რამე არ დაემართოს.