[su_quote]როცა ქალაქის დამსუფთავებლები იფიცებიან, ხელფასები მერებს ეზრდებათ. კანონზომიერია, ვერაფერს იტყვი[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია. 9 აგვისტოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია მერებს უწევდეთ 2 000 ლარზე მუშაობა. ღარიბაშვილის თქმით, საჯარო სამსახურებში 2022 წლიდან ხელფასები გაორმაგდება. 6 აგვისტოს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, მათ არაადამიანურ პირობებში უწევდათ მუშაობა. საბოლოოდ, მერიასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება შედგა. კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები პირველი იანვრიდან გაეზრდებათ. ამავდროულად, გაფიცვას თბილისის მერიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

