დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც თბილსერვისის თანამშრომელი ზურაბ ცხოიძე ჟურნალისტებთან ამბობს, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები პირველი იანვრიდან გაეზრდებათ.
„თბილსერვისის ხელმძღვანელობა და კიდევ უფრო ზემდგომი ხელმძღვანელები პირდაპირ გამოთქვამენ მზაობას და აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომელიც შეიქმნება თბილსერვისში პროფკავშირთან ერთად, მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში იქნება მუშაობა. პირველი იანვრიდან ხელფასების ზრდა იქნება“, – ამბობს ცხოიძე.
შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი კომპანიის ოფისთან მთელი დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ.

