ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: სელფებს იღებდნენ ნაგვის ურნებთან, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია

თბილისის მერი კახა კალაძე მეეზოვეების გაფიცვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო, რადგან ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი და დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე ….

გახარებული არიან ადამიანები, რომლებიც ვიდოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძირებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს ყველაფერი.

შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი კომპანიის ოფისთან მთელი დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ.

იტვირთბა....