ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: ჩვენ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდას დავიწყებთ

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჯარო სამსახურებში 2022 წლიდან ხელფასები გაორმაგდება. ამის შესახებ ღარობაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა, ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია მერებს უწევდეთ 2 000 ლარზე მუშაობა.

“წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. რაღაც ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია. ბატონი ლაშა გამოვიდა რამდენიმე დღის წინ, სადაც განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები  ვეღარ ხედავნე მოტივაციას, ჩვენ გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. მართლაც წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს ორიათას ლარად”,- ამბობს ღარიბაშვილი.

იტვირთბა....