ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, ხშირია გველების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები. ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა მეტრონომს განუმარტა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ შხამიანი გველი.
“განსხვავებები, რა თქმა უნდა, არის. ბევრად უფრო მსხვილია შხამიანი გველი სხვა გველებთან შედარებით, – კატისებური თვალი, ვიწრო კისერი, დიდი თავი და მოკლე კუდი აქვს, – ეს უფრო დამახასიათებელია მათთვის, ვიდრე არაშხამიანი გველებისთვის. ვინც არ იცის გველების გარჩევა, რთულია ერთი შეხედვით მიხვედრა”, – თქვა მეტრონომთან შოთა ზანდუკელმა.