ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა.

17 მარტს ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გართულება “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

კლინიკაში განმარტევან, რომ ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისათვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....