“დანაკარგია დიდია, მაგრამ ისიც გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ზოგადად, ვაქცინაციის პროგრამის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
“გუშინ ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავაც უჭერს მხარს “ასტრაზენეკათი” ვაქცინასიის გაგრძელებას, რადგან “ასტრაზენეკას” ფონზე გვერდითი მოვლენები მართალია არსებობს მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მოსალოდნელ სარგებლთან შედარებით. ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისათვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.
მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.