ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღმერთო ეს შეგვაძლებინე დედა… დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ” – რატიანის მიმართვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი 27 წლის ექთნის შესახებ, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია  ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსება, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედა პირველრიგში ჩვენი პაციენტი…. დედა რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა….. მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ,“ – წერს ლევან რატიანი.

ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....