აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Moscow Times ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა ქვეყნის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნა და ის ძალაში 22 მაისიდან შევა.

უწყების განცხადებით, სომხური ხილისა და ბოსტნეულის პარტიებში სახიფათო მწერებისა და ბაქტერიების აღმოჩენის 146 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, რუსული მხარე სომხეთს ევროპული წარმოების კალმახის ფალსიფიცირებულ მიწოდებაში, ასევე ყველის, კარაქის, მინერალური წყლისა და კონიაკის ხარისხის დარღვევაში ადანაშაულებს.

სავაჭრო შეზღუდვებს წინ უსწრებდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადება, რომელმაც ერევანი მოსკოვის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებში დაადანაშაულა: „საიდუმლო არ არის, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ ბოლო დროს გადადგა არაერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მისი მოკავშირე ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება… კიევის რეჟიმისთვის ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ტრიბუნის დათმობა რუსეთის მისამართით მუქარისთვის. დაფიქრდით, ნეონაცისტური კიევის რეჟიმის მეთაური ერევნიდან იმუქრებოდა გამარჯვების პარადზე დარტყმებით”.

იტვირთბა....