ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, იაკობ გოგებაშვილის და აკაკი წერეთლის მუზეუმები მწერალთა სახლს უერთდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 მაისიდან მწერალთა სახლი მწერალთა მუზეუმების გაერთიანებად გარდაიქმნება და მას სხვა საჯარო მუზეუმები შეუერთდება. 

დადგენილების მიხედვით, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი; ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმი და მიუერთდნენ მწერალთა სახლს.  

ჩამოთვლილი მუზეუმების ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს მწერალთა სახლს. ამავე დადგენილების მიხედვით, ჩამოთვლილი მუზეუმების დირექტორების/დირექტორების მოადგილეების თანამდებობებზე დასაქმებული პირები, მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნონ მწერალთა სახლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად/ ხელმძღვანელების მოადგილეებად, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

იტვირთბა....