ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად”- რატიანი 27 წლის ექთნის მდგომარეობას აფასებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ჟურნალისტებთან 27 წლის ექთნის მდგომარეობას აფასებს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამძიმდა.

რატიანის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა პაციენტის სიცოცხლე გადარჩეს.

“”ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეგემოდინამიკა არასტაბილურია.

ყველა კვლევა ჩაუტარდა, მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები, და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან,”- განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....