დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის პირველივე შესაძლებლობისთანავე აიცრება.
როგორც იმნაძე განმარტავს, ჩამოსული ვაქცინები დღეს და ხვალ რეგიონებში გადანაწილდება.
„იმედია, ჩემი კოლეგები კარგად ათვიცნობიერებენ, რა რისკი აქვთ. მე პირადად, რაც პანდემია დაიწყო, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და დღეში ალბათ, ორ პაციენტს ვნახულობ, დღემდე თავი ისე მოვიტანე, რომ ინფიცირებული არ ვარ, აქედან გამომდინარე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები. ახლა მანქანები იტვირთება, რეგიონებში მიდის და დღეს, ხვალ, საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას“.
ინფორმაციისთვის, დანიამ, ნორვეგიამ და ტაილანდმა დროებით შეაჩერეს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება, რადგან დაახლოებით 30 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები გამოუვლინდა.
იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება შეაჩერა.