ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 10:30 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.

უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.

 

იტვირთბა....