ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ავიცრები, თუმცა…” – რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ – “საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას“.

ამსათან, მინისტრის განმარტებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ის პრიორიტეტით არ ისარგებლებს.

„ რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.

ინფორმაციისთვის, დანიამ, ნორვეგიამ და ტაილანდმა დროებით შეაჩერეს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება, რადგან დაახლოებით 30 ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები გამოუვლინდა.

იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება შეაჩერა.

იტვირთბა....