ახალი ამბები მთავარი სამართალი

“TV პირველში შეჭრის თემის წამოწევა დიალოგის შეჩერების მცდელობა მგონია” – სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” წევრის, სოზარ სუბარი “რუსთვი 2”-თან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს.

როგორც სუბარი ამბობს, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ძიება უნდა დაწყებულიყო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, ხოლო შინაარსზე ძიება ვერ დაიწყება იქამდე, სანამ არ დადგინდება, რა არის ფალსიფიცირებული და რა არის რეალური შინაარსი.

სუბარის განმარტებით, სასამართლო განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანია “პირველს” გადაეგზავნა, მოსამართლემ საჭიროდ მიიჩნია ჩაეწერა კანონის მთლიანი მუხლი, თუმცა, ტელეკომპანიაში არანაირი შეჭრა არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამის უფლება აქვთ.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი მიიჩნევს, როგორც ფარული ჩანაწერების გავრცელებას, ისე ტელეკომპანია “პირველში” შეჭრაზე საუბარს დიალოგის შეწყვეტა ჰქონდა მიზნად.

“გავიდა ეს ფალსიფიცირებული ჩანაწერი და მეორე დღეს უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მორჩა მოლაპარაკებები შეწყდება, აღარ ღირს მოლაპარაკებები, დიალოგი უნდა ჩავშალოთ. დღესაც, შეჭრის თემის წამოწევა დიალოგის შეჩერების მცდელობა მგონია.

როცა ისინი ხედავენ, რომ, მაგალითად, მოდის ევროკავშირის წარმომადგენელი, როცა იძულებული არიან დიალოგში შევიდნენ, მაშინვე ებღაუჭებიან მაშველ რგოლებს და ეს მაშველი რგოლები ხან გამოუჩნდებათ ნარიშკინის სახით, ხან კი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მასწავლებელი, რომელმაც უარყო სამშობლო და გახდა რუსეთის აგენტი,” – აცხადებს სოზარ სუბარი.

ცნობისათვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ პირველთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

იტვირთბა....