ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი, ძალად ძველი ბიჭებისთვის” – რა მიმართვას ავრცელებს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დამატებით კომენტარს აკეთებს ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე და წერს:

“განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის – აქ პრობლემა ბერას ემოციაში და თუნდაც პასუხის მოთხოვნის სურვილში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კანონის დაცვის გარანტი სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები იწყებენ კანონის მიღმა ძალისმიერ მოქმედებებს კერძო ინციდენტის “მოსაგვარებლად”.

გირგვლიანის თემა იმით კი არ იყო განსაკუთრებული, რომ “აბაროტის” აღების დროს შემოაკვდათ, არამედ იმით, რომ ეს ჩაიდინა სისტემამ კერძო პირის შეურაცხყოფის სამაგიეროდ. სისტემას არც მაშინ უნდოდა გირგვლიანის მკვლელობა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ერთი ორს შემოუტყლაშუნებდნენ და დღესაც ცოცხალი იქნებოდა. იმ ბავშვებსაც წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, თავი არ წაეხარათ, ვისაც სახლში მიაკითხეს, მაშინ როგორ მოიქცეოდა სისტემა?… ასეთი გარჩევები ხან. მშვიდობიანად მთავრდება, ხან ტრაგიკულად.

როცა ასეთ კონფლიქტზე კერძო პირი მიდის, ეს მისი და მისი შესაძლო მსხვერპლის პრობლემაა. როცა ამაზე მიდის სისტემა, ეს სახელმწიფოს, როგორც ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტის პრობლემაა.
ამიტომ ვაპროტესტებდით გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებით. ამიტომ გვიპირისპირდებოდა სისტემა განსაკუთრებული გააფთრებით და არა გინების შერჩენა არშერჩენის გამო, სადამდეც ცდილობს ახლაც, როგორც მაშინ ხელისუფლება საკითხის დაყვანას. ამ ამორალურ კამპანიაში, სამწუხაროდ ბევრ ისეთ ადამიანს ვხედავ, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის გირგვლიანის სახელით… ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ…” – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....