ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჯობ­და კო­მენ­ტა­რი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ის სა­უბ­რობ­და ემო­ცი­ე­ბით და ვინც ურ­ჩია, რომ ასე­თი ემო­ცი­ე­ბით ესა­უბ­რა” – ხუხაშვილი

„სამ­წუ­ხა­როა, ჯობ­და რომ კო­მენ­ტა­რი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა იმი­ტომ, რომ ის სა­უბ­რობ­და ემო­ცი­ე­ბით და ვინც ურ­ჩია, რომ ასე­თი ემო­ცი­ე­ბით ესა­უბ­რა, კი ბა­ტო­ნო, ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა ეს ემო­ცი­ე­ბი მი­სა­ღე­ბი იყოს და ვი­ღა­ცის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, მაგ­რამ ჩვენ აქ ვსა­უბ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო­ზე და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ რის­კებ­ზე, ის არ­გუ­მენ­ტა­ცია, რაც იყო მოყ­ვა­ნი­ლი, ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­გე­ბით რბი­ლად, რომ ვთქვათ არ არის მი­სა­ღე­ბი.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.

ამის შესახებ მან “ინტერპრესიუსს” განუცხადა.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

იტვირთბა....