ახალი ამბები მთავარი ციტატა

“…ზემოთხსენებული ხალხი მიაჩნია სასარგებლო ბრიყვებად… ალბათ ესეც არ გიტყდებათ…” – გია ხუხაშვილი

“ხელისუფლება, რომელიც ხალხს ეუბნება, რომ ოპოზიციამ ჩაიდინა დანაშაული – ფარულად ჩაწერა, დაამონტაჟა და გამოიყენა უმაღლესი ხელისუფლის დისკრედიტაციისთვის, მაგრამ ამას არ გამოიძიებს, ზემოთხსენებული ხალხი მიაჩნია სასარგებლო ბრიყვებად… ალბათ ესეც არ გიტყდებათ…”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.

სიციალური ქსელი.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

იტვირთბა....