ბირა ივანიშვილის მიმართ არასასურველი კომენტარის გამო მუქარასა და დაშინების მცდელობაზე კიდევ ერთი ადამიანი ალაპარაკდა.
ამჯერად სოციალურ ქსელში მუსიკოსი, სანდრო სულაქველიძე წერს, რომ ბერა ივანიშვილმა “რეპერი ჯერონიმო და კიდევ 4 მენტი საბლატაოდ 2013 წელს მიუგზავნა”.
.ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ.
ეტყობა, ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული :))
მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო?
მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც “მიკაჩავება” გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013 იყო მას მერე გაიზარდა პატარა ბერა “ჯოფრიც” და ახლა უკვე ანზორ “კლიგანის” მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.
გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო, რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ, ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ, მინდა, იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ, ეგ, სავარაუდოდ, სრული სურათიც არაა იმის, თუ რას ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას”. – წერს სანდრო სულაქველიძე.
ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის…
Posted by Sandro Sulakvelidze on კვირა, 07 მარტი, 2021
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.