აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადგილობრივები, რომლებსაც დღეს მერიამ მათი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი მოახდინა, აცხადებენ, რომ მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა.
ვრცელდება ვიდეოჩანაწერიც, სადაც არჩევნებამდე აფრიკის დასახლებაში ადგილობრივებთან სოზარ სუბარის შეხვედრაა ასახული. წინასაარჩევნო პერიოდში სუბარი “აფრიკაში” მცხოვრებლებს შენობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა.
შეხვედრაზე, რომელიც 202 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სამგორის მაჟორიტარობის მაშინდელი კანდიდატი, სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ დაუკანონებელი ადგილები დიდ პრობლემას წარმოადგენდა და მოსახლეობას მის მოგვარება დაპირდა.
“პრობლემაა სახლები და ნაკვეთები, რომლებიც აქ მცხოვრები ადამიანების ოჯახებს ეკუთვნოდათ, 60-იანი 70-იანი წლებიდან და რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მე უბრალოდ ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ თითოეული ეს პრობლემა არ გადაწყდება”. – ამბობდა სუბარი.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.