პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლი დატოვეს.
როგორც აქტივისტმა, მარიამ ბაჯელიძემ აღნიშნა, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
“დილით 9-ის წუთებზე მოვიდნენ. როცა გავძახე, მითხრეს, რომ მეზობელი ვარო. მერე გავხედე და ვნახე, რომ 4 კაცი იყო, ფორმიანი და სამხრე კამერაც ჰქონდათ. დავურეკე ადვოკატს და ვერ მიპასუხა იმ წუთას. მითხრეს, რომ უფლება აქვთ შემოსვლის. როცა მობილური წაიღეს, ტონი შეიცვალა. შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. თითქოს მეგობრული ურთიერთობის დაჭერას ცდილობდნენ, როცა ტელეფონი გაითიშა. მითხრეს, რომ გამოძიება მიდის საბოტაჟის და უცხოეთიდან დაფინანსების მუხლით. კამერა რომ გავთიშე, მერე ამიხსნეს ეს ყველაფერი და ახსენეს მოძრაობა “სირცხვილია”. განჩინება 1 აპრილიდან დღემდე მოქმედებდა…როგორც ვიცი ნანუკა ჟორჟოლიანთანაც არიან შესულები. ეს არის მასშტაბის ჩვენება და დაშინების მცდელობა. მითხრეს, რომ მერე საცობები იქნებოდა და მაგიტომ ამჯობინეს დილით მოსვლა. ადვოკატის მოსვლამდე ვიყავი მარტო. 1 სამხრე კამერა იყო ჩართული. სახლის ჩხრეკა ზედაპირულად წარმართეს. აინტერესებდათ ტელეფონი. დედაჩემის და ჩემი ძმის საერთო ლეპტოპი წაიღეს, რომელიც არც ვიცი ირთვება თუ არა” – თქვა მარიამ ბაჯელიძემ “რადიოთავისუფლების” ეთერში.
ცნობისთვის, პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

