ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯეილიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად პროკურატურა შევიდა

“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, – ინფორმაცია თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

„აი რა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას.
9 საათი არ იყო რომ მოვიდნენ.
10 კაცია. ზოგი ფორმით, ზოგი უფორმოთ
ჯერ საბუთებს ავსებენ.ჩხრეკაა მალე დაიწყებენ. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით. ტელეფონი ჩამომართვეს.
ადვოკატს ველოდები.
უკეთესი იქნებოდა საბას მოესწრო სკოლაში წასვლა.
დანარჩენი, მე რომ ამით ვერ შემაშინებენ იცით:)
ცეცხლი ოლიგარქიას!
ცეცხლი გაბიტაშვილს:))
და რუს მთავრობას დამხობა“, – დაწერა ჟორჟოლიანმა.

პარალელურად, პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასაატრებლად შევიდნენ აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში.

ორივე მათგანს პროკურატურის წარმომადგენლები პირდაპირი ეთერის შეწყვეტას მიუთითებდნენ, ასევე ორივე მათგანს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი.

იტვირთბა....