მარიამ გეგუჩაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაცია თავად გეგუჩაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა.
“ჩემს სახლში ისე მიმდინარეობს ჩხრეკა, რომ იქ არც მე ვარ და არც ადვოკატი” – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ ნანუკა ჟორჟოლიანთან, მარიამ ბაჯელიძესთან და ალეკო ცქიტიშვილთან.

