ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლოს-ანჯელესში, 47 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის, 3 ქართველი დააკავეს

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს.

პოლიციელები ალექსანდრე მოდებაძის სახლში შაბათს, დღის პირველ საათამდე, გამოძახებაზე მივიდნენ, სადაც ის თავის ტრავმით იპოვეს, მოდებაძე ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელები მოდებაძის სახლში შევიდნენ, თავს დაესხნენ, ტყვედ აიყვანეს და მისი ქონება მოიპარეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილები: 38 წლის პაატა კოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკი ხუციშვილი შაბათს, გვიან ღამით დააკავეს.

იტვირთბა....