ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “სპეცრაზმის არ მეშინია, რომელიღაცას ნამდვილად მოვკლავ”- რა ხდება აფრიკის დასახლებაში, სადაც მერია საცხოვრებელ სახლებს ანგრევს

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, სადაც მუნიციპალური ინსპექცია უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ახორციელებს, პროცესს ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი თბილისის მერს იმ ტერიტორიის დაკანონებას სთხოვდნენ, სადაც ახლა საცხოვრებელი სახლების ნგრევა მიმდინარებს.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც 20-დე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ახდენს.

მერიის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა დაპირისპირებაც. ადგილზე იმყოფება პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობს.

ადგილობრივების თქმით, მათი თხოვნის მიუხედავად, მერიამ ეს ტერიტორია არ დააკანონა და გაუფრთხილებლად მოახდინეს საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი.

“თურმე ჩვენ ხალხი არ ვართ, ამ მიწების დაკანონებას ვითხოვდით. აქ არავინ იცხოვრებს, ვისაც ფული აქვს და საშუალება აქვს. ეს არის ნაგავსაყრელი. იქ რომ არის გამოსკუპული ბატონი კალაძე, ზის და ბრძანებებს გასცემს, ჩემს გამო ზის იქ, მე მინდოდა და იმიტომ დაჯდა. სახელმწიფოს ვქმნი მე და თითოეული ადაამიანი. ამიტომ კეთილი ინებოს და მობრძანდეს, ადამიანებს დაგველაპარაკოს ადამიანურად. სპეცრაზმის არ მეშინია ნამდვილად, რომელიღაცას ნამდვილად მოვკლავ,”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე ამ დროისთვის კვლავ დაძაბული ვითარებაა.

იტვირთბა....