ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

პრემიერი შსს-ს და სამართალდამცველებს მოუწოდებს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს იყო პირველი რიგის ამოცანა და მიღწეული შედეგი. ის რომ მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება პირველი რიგის ამოცანაა.

შსს-ს და სამართალდამცველებს სრულად აქვთ უმთავრესი ამოცანა დღეს, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული.

ეს არის ძირითადი ამოცანა, რომლზეც ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს, რომელის შსს-მ უნდა შეასრუულოს

ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა იყოს ამ მიზინს მისაღწევად გამოყენებული, რადგან არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის შემდგომი აღქმა“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....