ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2004 წელს მივადექი პატიმარს ან მაგ ხელყუმბარას მომცემ და დაბალ სასჯელს მოგცემთ ან თავს დაიღუპავ მეთქი” – ოქრუაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, ზუგდიდს სპეცოპერაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“2004 წელს ორი თვის დანიშნული ვიყავი გენერალურ პროკურორად ანუ ხელისუფლებაში თვეების მოსული ვიყავით, როდესაც პატიმარმა უზენაეს სასამართლოში ხელყუმბარა შეიტანა და მოსამართლე აიყვანა მძევლად.

რუსთავიდან მოვდიოდი და პირდაპირ უზენაესში მივადექი იმ პატიმარს. ან მაგ ხელყუმბარას მომცემ და დაბალ სასჯელს მოგცემთ ან თავს დაიღუპავმეთქი, ვუთხარი.
ხელყუმბარა მომცა, მაგრამ ეგ არაა მთავარი. ის, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას გავიარეთ, ესენი მეცხრე წელს გადიან…” – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....