ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
,,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბრიტანეთის მოქალაქეების საყურადღებოდ ან მათთვის ვინც გეგმავს საქართველოში მოგზაურობას.
საელჩოს ტელეფონებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემის გამო, გთავაზობთ საკონსულო გუნდებთან დაკავშირების ალტერნატიულ გზებს.
თუ დაგჭირდებათ დახმარება:
გთხოვთ, დარეკოთ +44 (0)20 7008 5000 და აირჩიოთ ვარიანტი: „საკონსულო მომსახურება ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.