ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად, რომელთაც ხელზე ე.წ. ბორკილები ედოთ, ბანკის შენობა დატოვა. აღნიშნულის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება.
როგორც კადრებში ვხედავთ, თავდამსხმელს აწეული ჰქონდა ხელი, რომელშიც, სავარაუდოდ, ყუმბარა ეჭირა, შემდეგ ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა, თუმცა უცნობია გადაადგილების მარშრუტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას კვლავ არ აკეთებს.
ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც. ამჟამინდელი ინფორმაციით, შენობიდან სხვა მძევლები უკვე გაიყვანეს.
ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცველებმა ფული მიიტანეს.
ამავე თემაზე: ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი, სავარაუდოდ, შენობიდან გაიყვანეს