„პირველ რიგში, ამ კრიზისის ყველა მძევალს, მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამ ოპერაცითაა დაკავებული, მინდა სწრაფი განთავისუფლება და მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა ვთქვა, ძალიან სამარცხვინოა, ის რაც ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში ვიხილეთ, ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო მისივე დავალებით, სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს – მძევლების დემონიზება, ეს გაუგონარი ამბავია“.
გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.
ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.
ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.