მძევალი, რომელიც ამ წუთებში, ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” იმყოფება, “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ მძარცველი შეიარაღებულია და “ყველანაირი ძალადობრივად მოგვარება გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.”
“იგი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, ყუმბარებით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ ყველანაირი ძალადობრივად მოგვარება გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა.
ცნობისათვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.