ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობასთან დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ინციდენტში „ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა და „ქართულო მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი გაბედავა მონაწილეობდნენ.

„მთელი დღეა აქ ვდგავარ, ჩემი ბიძაშვილია ბანკში მძევალი. არანაირი პიარის უფლებას მე აქ არავის მივცემ. ეს არ არის საპიარო. თქვენთვის ჯობია, ეს პროვოკატორი გაიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას მედიასთან საუბრის დროს, სავარაუდოდ წყლით სავსე ბოთლი ჩაარტყეს.

სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს.

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტერნეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....